საიტის წესები - Forum
ხუთშაბათი, 2016-12-08, 2:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

WwW.ComeN.TK

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Forum » General Discussions » General » საიტის წესები (გაეცანიტ საიტის წესებს!!)
საიტის წესები
ComenДата: ორშაბათი, 2009-06-22, 9:15 PM | Сообщение # 1
Temix
Группа: ადმინისტრატორი
Сообщений: 22
Репутация: 16
Статус: Offline
2. შეზღუდვები

2.1 რეგისტრაცია, ზედმეტ სახელები და პროფილი
2.1.1 აკრძალულია მომხმარებლის ზედმეტ სახელად (Nickname) საიტებისა და სერვერების მისამართების, ან მათი ელემენტების, აგრეთვე უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების (ქართულ ან სხვა ენებზე) გამოყენება. Comen-ის ადმინისტრაციას უფლება აქვს გააუქმოს ასეთი მომხმარებლების Account-ები გაფრთხილების გარეშე.
2.1.2. ფორუმის მომხმარებლებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ხელმოწერაში და მათ სურათებში სარეკლამო ინფორმაცია, ბმულები სხვა ვებგვერდებზე, უცენზურო სიტყვები და გამოთქმები, ასევე ხელმოწერის ზომა არ უნდა იყოს ძალიან დიდი.
2.1.3 ერთ მომხმარებელს ეკრძალება ერთზე მეტი ზედმეტ სახელის რეგისტრაცია. აღმოჩენის შემთხვევაში NetGamer-ის ადმინისტრაციას აქვს უფლება გააუქმოს ასეთი წევრის Account-ი.
2.1.4 ფორუმის მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი პაროლი და არ აქვს უფლება სხვას სარგებლობაში გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი (განზრახ ან უნებლიედ).
2.1.5 წევრების ხელმოწერებში აკრძალულია სურათების ჩასმა, რომლების ზომებიც აღემატება 400x60 პიქსელს და მთლიანი მოცულობა 200 კილობაიტს.

2.2 ახალი თემების გახსნა
2.2.1 ყოველი თემა უნდა შეესაბამებოდეს იმ კატეგორიის თემას რომელშიც ის იქნა გახსნილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თემა იქნება გადატანილი მის შესაბამის კატეგორიაში.
2.2.2 აკრძალულია ფორუმზე უკვე არსებული თემების ხელახალი გახსნა. ( გამოიყენეთ ძიების ფუნქცია)
2.2.3 აკრძალულია ერთი და იგივე თემის სხვადასხვა განყოფილებებში გახსნა.
2.2.4 აკრძალულია თემების გახსნა არაინფორმაციული სათაურით, მაგალითად: "დამეხმარეთ" ან "To Comen", "To Admins". თემის სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი საკითხი.
2.2.5 აკრძალულია ახალი თემების გახსნა, რომელიც ეხება NetGamer-ის ადმინისტრაციის მიერ დახურული ან წაშლილი თემების საკითხების განხილვას.
2.2.6 თემის შიგთავსზე ვრცელდება 2.3 პუნქტში მოყვანილი ყველა წესი.
2.2.7 აკრძალულია თემების/Poll-ის გახსნა თემით - საუკეთესო XXX(თამაში, ჟანრი და ასე შემდეგ). ასეთი თემით დაშვებულია Poll-ის გახსნა, რომელიც არის Poll Only - რომელშიც არ შეიძლება პასუხების გაცემა.

2.3 თემები, სტატიები და გამოხმაურებები
2.3.1 აკრძალულია არანორმატიული ლექსიკა, პირადი შეურაცხყოფა ფორუმის წევრების ან მესამე პირების მიმართ, რასისტული აზრების გამოხატვა, მოწოდება ძალისმიერი გზით მთავრობის დამხობისა, ეროვნებათაშორისო შუღლის გაღვივება, რაც აკრძალულია საქართველოს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კოდექსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით.
2.3.2 აკრძალულია ქართული ტექსტის არაქართული სიმბოლოებით წერა.
2.3.3 აკრძალულია სხვა ადამიანის ნამუშევრების, სტატიებისა ან სხვა მასალების პირდაპირი კოპირება. (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 პუნქტი)
2.3.4 აკრძალულია სარეკლამო ხასიათის თემების/პასუხების გაკეთება, რაიმე პროდუქციის ან მომსახურეობის ღია ან ფარული რეკლამირება, ასევე ამასთან დაკავშირებული ინტერნეტ-რესურსის ბმულების მოყვანა პოსტინგში, თუ ეს არ არის პირდაპირ კავშირში განსახილველ თემასთან და ეს ინფორმაცია არ იყო მოთხოვნილი ფორუმის მონაწილის მიერ.
2.3.5 აკრძალულია პირადი ხასიათის პოსტინგების გაკეთება, მაგალითად: თემები სათაურით "To CZealot" და შიგთავსით "რომ წაიკითხავ ესა და ესა...". პირადი საკითხებისთვის არსებობს ჩატების სხვადასხვა საშუალებები, ელ-ფოსტა და Personal Messages.
2.3.6 აკრძალულია ძირითადი თემის განხილვის დროს სხვა საკითხებზე მსჯელობა ანუ Off Topic. ახალი თემის განსახილველად გახსნით ახალი თემა.
2.3.7 აკრძალულია უაზრო თემების გახსნა და უაზრო პასუხების გაცემა.
2.3.8 აკრძალულია კამათის დროს მოსაზრების დაფიქსირება არგუმენტების გარეშე.

3. დარღვევები და დასაჯელი სანქციები

3.1 ის თემები და პასუხები, რომლებშიც დარღვეულია ფორუმის წესები, წაიშლება ან შესწორდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ამ თემების და პასუხების ავტორმა შეიძლება მიიღოს გაფრთხილება.
3.2 NetGamer-ის ადმინისტრაცია უფლებამოსილია წაშალოს, ჩაასწოროს, გადააადგილოს ან დახუროს ნებისმიერი თემა და/ან პოსტინგი, რომელიც არ წარმოადგენს სარგებლობას ფორუმისთვის.
3.3 ფორუმის წევრსა და მოდერატორს შორის უთანხმოების შემთხვევაში, წევრი უნდა დაუკავშირდეს ადმინისტრატორს PM-ს მეშვეობით სიტუაციის გასარკვევად.

შენიშვნის დონეებისა და მათი შესაბამისი მოქმედებების ცხრილი

10% - მხოლოდ გაფრთხილება.
20% - 1 დღიანი თემების გახსნის შეზღუდვა
30% - 2 დღიანი თემების გახსნის შეზღუდვა
40% - 4 დღიანი თემების გახსნის შეზღუდვა
50% - 6 დღიანი Account-ის გაუქმება
60% - 1 კვირიანი Account-ის გაუქმება
70% - 2 კვირიანი Account-ის გაუქმება
80% - 1 თვიანი Account-ის გაუქმება
90% - სამუდამო Ban.
100% - სამუდამო Ban და დამატებითი სანქციები.


 
Forum » General Discussions » General » საიტის წესები (გაეცანიტ საიტის წესებს!!)
გვერდი 1 დან1
ძებნა:


WwW.Comen.Tk ™ DesiGned By Guka =]]
Make a free website with uCoz