სერვერის ძირითადი ბრძანებები და მათი ოპტიმალური კონფიგურაცია - Forum
კვირა, 2016-12-11, 2:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

WwW.ComeN.TK

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Forum » Comen Forum Area » Counter Strike:Source » სერვერის ძირითადი ბრძანებები და მათი ოპტიმალური კონფიგურაცია (Tickrate - ისა და rate - ის განსაზღვრებები)
სერვერის ძირითადი ბრძანებები და მათი ოპტიმალური კონფიგურაცია
ComenДата: ორშაბათი, 2009-06-22, 10:48 PM | Сообщение # 1
Temix
Группа: ადმინისტრატორი
Сообщений: 22
Репутация: 16
Статус: Offline
უპირველეს ყოვლისა განვიხილოთ სერვერის ძირითადი ბრძანებები რაც დაკავშირებულია მუშაობის ხარისხთან, ხოლო შემდგომ ნახავთ თუ პარამეტრების რა მნიშვნელობებით უნდა გაუშვათ სერვერი რომ არ იყოს Lag - ი, Ping - ი, Choke და ა.შ.

tickrate: tick არის მომენტი როცა სერვერი ამუშავებს შემოსულ სამომხმარებლო ბრძანებებს, ასრულებს ფიზიკური მოდელირების ნაბიჯს, ამოწმებს თამაშის წესებს და ანახლებს ობიექტის ყველა ნაწილს. ყოველი tick - ის სიმულაციის შემდეგ სერვერი წყვეტს თუ რომელიმე კლიენტს ჭირდება გლობალური განახლება და თუ საჭიროა იღებს მოცემული ობიექტის სურათს. მაღალი tickrate ზრდის მოდელირების სიზუსტეს, მაგრამ ასევე საჭიროებს პროცესორის უფრო დიდ სიმძლავრეს და უფრო მაღალ ინტერნეტის სიჩქარეს როგორც სერვერიდან ასევე კლიენტიდან. tickrate უნდა იყოს 33, 66 ან 100 !!! სხვა მნიშვნელობების ჩაწერას არ გირჩევთ არანაირად. srcds ოპტიმიზირებულია tickrate - s მხოლოდ ამ სამი მნიშვნელობისთვის. სხვა მნიშვნელობების დროს არსებობს ლაგისა და უბრალოდ სერვერის გაჭედვისა ან გათიშვის დიდი ალბათობა.
ისე ძალიან გთხოვთ ნუ გაუშვებთ სერვერს 33 tickrate - ზე!! 33 და 66 tick - ი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ისე როგორც ღამე და დღე. თან 66 tickrate - ს მაინცადამაინც ძლიერი კომპი არ ჭირდება.

sv_maxupdaterate: ეს პარამეტრი აყენებს მაქსიმალური განახლებების რაოდენობას წამში რომელსაც სერვერი უგზავნის ყოველ კლიენტს. თუ მას დავაყენებთ 100 - ზე, სერვერი იმუშავებს ოპტიმალურად რადგანაც tickrate ავტომატურად მიანიჭებს საჭირო მნიშვნელობას. მაგალითად თუ tickrate არის 66 sv_maxupdaterate - იც იქნება 66. ასე რომ 100 არის მნიშვნელობა რომელიც მოუხდება ყველა ვარიანტს.

sv_minupdaterate: ეს პარამეტრი არის maxupdaterate - ის შებრუნებული ვარიანტი. თუ მას დავაყენებთ 20 - ზე დაბლა შესაძლოა სერვერზე განჩნდეს Lag - ი. 20 არის ყველაზე ოპტიმალური მნიშვნელობა ყველა სერვერისთვის.

sv_maxrate: ამ პარამეტრს აქვს ყველაზე დიდი გავლენა სერვერის მუშაობის ხარისხზე. maxrate არის მონაცემთა მაქსიმალური რაოდენობა რომელიც გადაეცემა კლიენტს ყოველ წამში ერთხელ. თუ არ გაქვთ ძაან სწრაფი ინტერნეტის შეერთება შეგიძლიათ დააყენოთ მისი მნიშვნელობა ისე რომ სერვერი მშვენიერად მუშაობდეს. მისი მნიშნველობა დამოკიდებულია მოთამაშეთა მაქსიმალურ რაოდენობაზე. ამ პარამეტრის დასათვლელად ვიყენებთ მარტივ ფორმულას.

Upload - ის სისწრაფე (kbps - ში!!! დაიმახსოვრეთ kbps - ში და არა mbit - ებში!!) * 128 / მოთამაშეთა მაქსიმალუი რაოდენობა (Maxplayers) = sv_maxrate

ცნობისთვის 1 Mbit არის 1024 kbps.

აი მაგალითად გვაქვს 10 კაციანი სერვერი რომელიც არის Upload - ის 1 mbit - იან შეერთებაზე.
მის maxrate - ს შემდეგ ნაირად დავითვლით:

1024 * 128 / 10 = 13107.2

ამ პარამეტრისთვის მაქსიმალური მნიშვნელობა არის 30000. თუ ფორმულა გაძლევთ უფრო დიდ რიცხვს უბრალოდ დააყენეთ maxrate 30000 - ზე.
თუ მოცემული ფორმულიდან გამომდინარე იღებთ 5000 - ზე დაბალ მნიშვნელობას სერვერს ექნება "Choke". ამიტომ უნდა დაწიოთ Maxplayers - ის მნიშვნელობას.
Choke არის პაკეტები რომლებიც არიან მოლოდინში რომ იქნან მიღებულნი ან გაგზავნილნი სერვერის მიერ. Choke - ს დიდი რიცხვი ძალიან ცუდია (ანდა საერთოდ რაიმე რიცხვი)..

აი ჩემი server.cfg როგორ გამოიყურება. სერვერი არის 12 კაციანი და არის Upload - ის 1 Mbit - იან შეერთებაზე. სერვერის tickrate არის 66.

Quote

sv_minrate 5000
sv_maxrate 10922.6
sv_maxupdaterate 100
sv_minupdaterate 20
sv_mincmdrate 0
sv_unlag 1
sv_maxunlag 1

აი მაგალითად თუ გაქვთ ოპტიკური ინტერნეტი 10 Mbit Upload - ის სისწრაფით და საკმაოდ ძლიერი კომპი შეგიძლიათ გააკეთოთ ძაან მაგარი 14 კაციანი სერვერი 100 tickrate - ზე, server.cfg - ში შემდეგი ბრძანებების გამოყენებით:

Quote

sv_minrate 5000
sv_maxrate 30000
sv_maxupdaterate 100
sv_minupdaterate 20
sv_mincmdrate 0
sv_unlag 1
sv_maxunlag 1


 
GUKAДата: ორშაბათი, 2009-06-22, 11:25 PM | Сообщение # 2
უსერი
Группа: იუსერი
Сообщений: 4
Репутация: 2
Статус: Offline
martla sagooll adminn :*
 
ComenДата: სამშაბათი, 2009-06-23, 10:11 AM | Сообщение # 3
Temix
Группа: ადმინისტრატორი
Сообщений: 22
Репутация: 16
Статус: Offline
Quote (GUKA)
martla sagooll adminn :

smile


 
Forum » Comen Forum Area » Counter Strike:Source » სერვერის ძირითადი ბრძანებები და მათი ოპტიმალური კონფიგურაცია (Tickrate - ისა და rate - ის განსაზღვრებები)
გვერდი 1 დან1
ძებნა:


WwW.Comen.Tk ™ DesiGned By Guka =]]
Make a free website with uCoz